More

    „ჩვენი ბიზნესი დაღუპულია“ – რესტორატორები აქციას მართავენ

    spot_img

    თბილისში, პუშკინის სკვერში რესტორატორების ინიციატივით რესტორნების გახსნით მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

    კვების სფეროში დასაქმებული მოქალაქეები მოგვიანებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

    მათი მოთხოვნაა, რესტორნებმა, ბარებმა და კეფეებმა მუშაობა განაახლონ. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართავენ ისინი ხელისუფლებას და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

    „ჩვენი ბიზნესი დაღუპულია, უმეტესობა გაკოტრებულია, ამ სიტუაციას ალბათ 3% თუ გადაურჩება. როდესაც სახელმწიფო ღარიბია და არ შეუძლია „ლოქდაუნის“ დროს მსგავს ბიზნესს მიხედოს, მაშინ უნდა გამოძებნოს ხერხი, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება გადავარჩინოთ საკუთარი თავი, თანამშრომლები და მათი ოჯახები“ – განაცხადა რესტორატორმა და ჟურნალისტმა მარინა სალუქვაძემ.

    ინფორმაციისთვის, დღეს 100-ზე მეტმა რესტორანმა მიტანის სერვისი 24 საათით შეაჩერა. პროტესტის მიზეზი დაწესებული შეზღუდვების მოხსნაა.

    რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელის შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, ესე გამოიყურება იმ რესტორნების სია, რომლებიც 30 იანვარს არ იმუშავებენ. მისი თქმით ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება:

    შავი ლომი, ტაკერია, ხაშერია, ლეგატო, ქეთო და კოტე, კერა, წისქვილი ჯგუფი, მეგრული სახლი, სტეიკ ჰაუსი, ზ10
    ხამანწკა ბარი, სულიკო, თონე, ბარბარესთან, ლუდის სახლი ვარაზი, ლუდის ბაღი ვარაზი, ბლექ დოგი, მულენი, Number 9 Brewery & Bars, ზაზანოვა, Woodstok, Respublikagrillbar, ბადიაშატროვანი, ბიკენტიასსაქაბაბე
    მარანი, მარანი ჰოლი, ბურგერკლასიკო, შტელცეა სახლი, კაფე დისქავერი, დოლჩედი პარადიზო, მწვანე ტერასა
    ღვინის ბარი საფერე, რაჭის უბანი, ჩიქენ გაიზ, ვერიკო, ეისიდისი, მელნიკოვას დუქანი, ბურგერ ჰაუსი, სალობიე ბია ჯი, ვინო, Coffee Lab, ეკლერ დე ჟენი, გაგრა, ბარი ქიქოძე, შემოიხედე გენაცვალე, პომოდორისიმო, საბადურები, სტრადა, ქენდი, თავადური, კუდები, ხინკლის სახლი ივერიონი, კალინა, ბინა 37, გალა, ტერა ვაინი, დარაბები, მზიურის კაფე, ჩაის სახლი, მაესტრო, ლენვილი, კახელები ბელიაშვილზე, კახელები (ლილო), Prospero’s Cafe, რესტორანი ზალა, პიანი ბაზარი, წიბახა გეიმ ქლაბი, სახელოსნო ბარი, სესილია, ჯაზზ როკ კაფე, დედაენის ბარი, ბარი მაკულატურა, ბარი ათონელი, Barbar’a Gastro Bar, ბაბალე, ჩაბას ჯაზ როკ კაფე.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ დღეს 100-ზე მეტი რესტორანი და კვების ობიექტი პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისს შეაჩერებს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here