პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიას თქმით, ქართული საარჩევნო სისტემა ორი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ასპარეზია.
იგი სურვილს გამოთქვამს ზემოხსენებული ორი პარტიის შერიგების თაობაზე.
„ეს შერიგება უნდა მოხდეს ისეთ რამეზე, რომელიც საბოლოო ჯამში გამორიცხავს ერთპარტიულად ან ერთპიროვნულად ამ ქვეყნის მართვას.“ – განმარტა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ეს შედეგი გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს, რომელიც, მისი თმით, ზემოხსენებულ ორ პარტიას არ უნდა.
„ამ ბერკეტს არ თმობენ, ბერკეტს, რომლითაც ერთპიროვნულად უჭირავთ ქვეყანა ხელში და სანამ ამას არ დავანგრევთ, მანამდე არც-ერთი ქვეყნის ინტერესი არ იქნება დაცული.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ყურადღება უნდა გადავიდეს არა იმ პუნქტზე, რომელზეც ამდენი ხანია შეთანხმებას ვერ აღწევენ, არამედ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის
„მინდა რომ დავიცვა ქვეყნის ინტერესები და დავუჯერო ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს ელჩს.“ – განაცხადა ხვიჩიამ.
აგრეთვე იხილეთ: