More

    „ჩინეთმა გვაჩუქა 100 000 დოზა სინოვაკი, მაგრამ ჩინეთი ტყუილად არავის არაფერს ჩუქნის“ – ზაზა წერეთელი

    spot_img
    სინოვაკი

    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი ზაზა წერეთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვქცინია – სინოვაკის შესახებ „ალიას“ ესაუბრა. 

    გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

    – ისრაელი აცხადებს, რომ კოვიდის საწინააღმდგო მედიკამენტის კვლევის ახალ ფაზაზე გადადის და საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ამ კვლევებში, რას ამბობენ ევროპაში, რამდენად იმედიანად არიან ამ მედიკამენტის მიმართ განწყობილნი?

    – აქამდე წამალი ექსო-სიდი24 იცდებოდა მხოლოდ ისრაელში და კვლევის პირველ ნაწილში მისი გამოცდა მოხდა მხოლოდ 30 ადამიანზე რომლებიც იყვნენ მძიმე სტადიის პაციენტები. ისრაელმა თქვა, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ 2-3 დღეში და გაეწერნენ ჰოსპიტალიდან 5 დღის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღება ხდება ინჰალაციის გზით დღეში ერთხელ და საკმაოდ იაფი დაჯდება მისი წარმოება. ახლა გადადიან კვლევის მეორე ეტაპზე, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება. ევროკავშირის ქვეყნებიდან, საბერძნეთმა გამოთქვა სურვილი და საბერძნეთის 2 ჰოსპიტალში გამოიცდება ასევე მედიკამენტი. მეორე ეტაპზე გამოჩნდება, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია მედიკამენტი. ალბათ, საქართველოც ჩაერთვება კლინიკურ კვლევებში.

    – მაქვს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ვაქცინის საკითხში დახმარება შემოგვთავაზა, თუმცა, შემდეგ, რატომღაც ეს მოლაპარაკება ვერ შედგა. მახსოვს, როგორ დაგვპირდა ვაქცინას ჯერ ამერიკის ელჩი და მერე ევროკავშირის ელჩის – მიუხედავად ამისა, ვაქცინა ჩინეთიდან შემოგვაქვს! არადა, რომ გვკითხო, ყველა ჩვენი მეგობარია! თავად ჩინეთიც კი აღიარებს, რომ ფაიზერის ვაქცინას, მაგალითად, მეტი აქვს დაცვა ვირუსისგან, ვიდრე ჩინურ ვაქცინას – რა ხდება, ხომ არ გაქვთ რამე ტიპის ინფორმაცია?

    – ეს ცოტა რთული ფენომენია და ძალიან მიკვირს. საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და ალბათ კარგი იქნებოდა, რომ სწორედ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ყოფილიყო საუბარი ვაქცინებზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი ამერიკას პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევს. გამოდის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკური ოპონენტის ვაქცინები შემოვიტანეთ ქვეყანაში. ჩინეთმა ახლა გვაჩუქა 100 000 დოზა სინოვაკის ვაქცინის, მაგრამ, უმეტესად, ჩინეთი ტყუილად არავის არაფერს ჩუქნის, სავარაუდოა, რომ ამ ჩუქების უკან დგას რამე პირობა, მაგალითად, მომდევნო დოზების მისგან ყიდვა, გამოჩნდება, არ დაიმალება ეგეც.

    წყარო: www.alia.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !