More

    ჩინეთში ოჯახებს 3 ბავშვის ყოლის უფლება მისცეს

    spot_img
    ჩინეთი

    სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ ოჯახებს 3 ბავშვის ყოლის უფლება მისცა. 

    სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე მიიღეს.

    ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ახალი დადგენილება ძალაში.

    შეგახსენებთ, 11 მაისს, ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს, მაშინ როდესაც კორონაპანდემია დაიწყო, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა და არნახული მსოფლიო კრიზისი შექმნა, ჩინეთის მოსახლეობა 0.83% -ით გაიზარდა და 1.41178 მილიარდს მიაღწია. მონაცემებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დაბერების და შობადობის შემცირების ტენდენცია აღინიშნება. გასულ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. ეს იმის მიუხედავად, რომ 2016 წელს დაქორწინებულ წყვილებს ოფიციალურად მეორე შვილის გაჩენის უფლება მიეცათ.

    ამ ფონზე, ძველი თაობის ადამიანების წილი პროგნოზირებულად გაიზარდა – თუ 2010 წელს 65 წელს გადაცილებული ჩინელები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 8.9% -ს შეადგენდნენ, ახლა ეს პროპორცია 13.5%-მდე გაიზარდა. მთელი რიგი პროგნოზების თანახმად, 2030 წლის შემდეგ შობადობის ამჟამინდელი შენარჩუნების პირობებში, ჩინეთში სამუშაო ხელის მწვავე დეფიციტი გაჩნდება, რაც ჩინეთის ხელისუფლებას შობადობის წახალისებისკენ უბიძგებს.

    წყარო: www.reuters.com

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !