More

    ჩინური ვაქცინები 72%, 78 %-იანი ეფექტურობით გამოირჩევიან კოვიდის მძიმე ფორმების პრევენციაში – გეგეჭკორი

    spot_img
    ექიმი ნანა გეგეჭკორი

    ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ახალი კვლევების შედეგებს აქვეყნებს. ამ დასკვნის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ვუჰანსა და ბეიჯინში წარმოებული ვაქცინები 72%, 78 %-იანი ეფექტურობით გამოირჩევიან კოვიდის მძიმე ფორმების პრევენციაში.

    „საინტერესო კვლევა ინაქტივირებულ ვაქცინებზე. ვუჰანსა და ბეიჯინში წარმოებულ ვაქცინებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი 72%, 78 %-იანი ეფექტურობით გამოირჩევიან კოვიდის მძიმე ფორმების პრევენციაში. საგულისხმოა რომ კვლევა მოიცავდა მხოლოდ ჯანმრთელ ინდივიდებს, უმეტესად მამაკაცებს, საშუალო ასაკი 36 წელი, საშუალო BMI 27 (რაც არც ისე მძიმე ხარისხის სიმსუქნეა) და ამიტომაც, ეს კონკრეტული შედეგები ვრცელდება მხოლოდ მათზე. კოვიდის მძიმე ფორმები უმეტესად ახასიათებთ მათ ვისაც მრავლობითი თანმხლები დაავადებები და სხვა რისკ ფაქტორები აქვთ. როგორც ჩანს, კვლევაში ჩართული იყო შედარებით დაბალი რისკის ჯგუფები. რამდენად ეფექტურია ვაქცინა ქრონიკული თანმხლები დაავადების მქონე პირებში ამ კითხვაზე პასუხს ეს კონკრეტული კვლევა ვერ გასცემს. ასევე, კვლევიდან გამორიცხული იყვნენ ორსულები.

    და კიდევ, კვლევის წარმოების პერიოდში, ამ კონკრეტულ ქვეყნებში, ახალი შტამები არ ცირკულირებდნენ. ეფექტურობაც შესაბამისად ვრცელდება კორონავირუსის პირველ ვერსიებზე.

    P. S. კვლევა გამოქვეყნდა JAMA-ში, რომელიც ნამდვილად არის სანდო და ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალი“, – წერს გეგეჭკორი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !