More

    ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა

    spot_img

    ჩიტაიას ქუჩაზე დილის 7 საათზე შეიარაღებული ორი პირი სუპერმარკეტი „სპარის“ დაყაჩაღებას ცდილობდა.

    არსებული ინფორმაციით ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და დანის მუქარით მოლარეს თანხას სთხოვდა. თვითმხილველების ინფორმაციით მოხდა გასროლაც.

    ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი 2 პირი.

    როგორც PIA.GE-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here