More

    ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს – საქმის ახალი დეტალები

    spot_img
    ლენტი ავარია

    ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

    არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლის ცემაში უშუალოდ მონაწილე პირებს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

    „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მეორე დაკავებული პირი კი მოკლული მამაკაცის მასპინძელია.

    სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა 5 ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის ფულის გამოძალვა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !