More

    ცნობილია, გაიზარდა თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი

    spot_img
    გაზი

    გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს.

    „გვინდა, განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს.

    სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში „თბილისი ენერჯიმ“ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

    აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 თეთრია, სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.

    ბოლო რამდენიმე თვეა „თბილისი ენერჯი“ ითხოვდა და ახლაც ითხოვს მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !