More

    ცუდად ვარ, იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი… – სალომე გოგიაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

    spot_img
    სალომე გოგიაშვილი

    „მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა, არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებოდნენ თუ არა სახლში ცოცხლები“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

    „ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ეს ბავშვები ჩადიოდნენ, ჩვენ მოპირდაპირე სახლში ვისხედით აივანზე, როდესაც ბავშვები გამოჩნდნენ.

    რას ცდილობდნენ ვერ გავიგე. მარტო იმას ვყვიროდით, უკან შედით-თქო, ზოგი დარბოდა მოაჯირზე ზოგი ასე იქნევდა ფეხს და ზოგი მთელი ტანით იწეოდა, რომ მივხვდით რომ უშედეგო იყო ყვირილი დავრეკე 112 საშველად მეგონა პატრული რეაგირებას მოახდენდა და სულ ახლა მიტრიალებს იმ ბავშვის სიტყვები შაქარაშვილის საქმიდან ბოლოს დავრეკე და გავაუქმეო მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი ჰქონდაო…

    ზუსტად იგივე ნახევარი საათი ველოდეთ და კაციშვილი არ გამოჩენილა, რამიშვილის ქუჩაზე ხდება, არ დაგავიწყდეთ, სადაც ერთი წუთის გზაზეა პოლიცია….

    ვაქვეყნებ კადრს მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავის შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს მე ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ, ეს იყო უჟასი ამის ყურება, რომ არ იცი როდის გადმოვარდება … დედა ვარ, მაპატიეთ და 10000 მაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა….

    რაც შეეხება პატრულს, ხომ ვაქვეყნებ, რომ იცოდეთ ფეხზე დაკიდება აღარ მოსულა ამ ქვეყანაში, ბევრია ჩემნაირი, რომელიც არ გაპატიებთ და არ გაჩუმდება, გვეყო ამდენი ბავშვის სიკვდილი, თქვენი უმოქმედობის გამო“, – წერს სალომე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !