More

    „წარმატებული მიკრობიოლოგი შვილს აუპატიურებდა და აბორტს უკეთებდა“ – გაუხმაურებელი ამბავი

    spot_img
    პოლიცია

    56 წლის ელენა, რომელიც ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა, საკუთარ ბავშვობას იხსენებს და ჰყვება, როგორ აქცია მისი ცხოვრება მამამ ჯოჯოხეთად.

    როგორც ელენა ამბობს, მამას მისთვის არასდროს უყიდია ტკბილეული, არასდროს ჩახუტებია და მოფერებია, როგორც შვილს.

    ის მუდმივად ძალადობდა პატარა გოგონაზე. იყო გაუპატიურების შემთხვევებიც.

    „ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო, მოგერიების მიზნით, ქმარი სამზარეულოს დანით დავჭერი“… – გაუხმაურებელი ამბავი

    ელენას მშობლებმა 1960 წელს იქორწინეს. გოგონას მამა ცნობილი და წარმატებული მიკრობიოლოგი იყო. მას პროფესიაში უამრავი მიღწევა ჰქონდა და კოლეგებიც დიდად აფასებდნენ.

    თუმცა, ამ შრომისმოყვარე პიროვნების მიღმა ნამდვილი მონსტრი, პედოფილი იმალებოდა. 8 წლის შემდეგ, 1968 წელს, ელენას მშობლები დაშორდნენ და დედა ოთხ შვილთან ერთად საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. გოგონა და-ძმებთან ერთად ბედნიერად იზრდებოდა, თუმცა 11 წლის ასაკში ის მამამ დასასვენებლად და სამოგზაუროდ აფრიკაში წაიყვანა. სწორედ აქ დაიწყო ელენასთვის ჯოჯოხეთიც.

    „მამაჩემმა მაიძულა, ჩამეცვა ზრდასრული ქალის თეთრეული, ქუსლიანი ფეხსაცმელი და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემზე სექსუალურად ძალადობდა, მაუპატიურებდა“ – იხსენებს ელენა. როგორც აღმოჩნდა, მამამ პატარა გოგონა არა დასასვენებლად, არამედ მუდმივად აფრიკაში საცხოვრებლად წაიყვანა და იქ მასთან ერთად დასახლდა, ძალადობამ კი რეგულარული ხასიათი მიიღო. „მაიძულებდა, დამელია ალკოჰოლური სასმელი, მუსიკას ძალიან ხმამაღლა რთავდა. ის ხმა ახლაც კარგად მახსოვს“ – ამბობს ელენა.

    „მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს… ორივემ გამაუპატიურა“ – გაუხმაურებელი ამბავი

    მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებასაც აიძულებდა, 15 წლის ასაკში ელენა დაორსულდა და ორჯერ მოუწია აფრიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში აბორტის გაკეთება: „ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ კიდევ ორსულად ვიყავი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო. მამას უნდოდა, რომ შვილი დამეტოვებინა და ბედნიერი ოჯახის როლი გვეთამაშა, მაგრამ მე ეს არ შემეძლო. აბორტის გაკეთებაში ჩემი მეგობარი დამეხმარა“.

    ელენას მამამ ბრუნეიში მიკრობიოლოგის თანამდებობა მიიღო, ელენამ კი მოახერხა დედასთან, ინგლისში დაბრუნება და ფიქრობდა, რომ მისი კოშმარი დასრულდა, თუმცა მამამისმა მიატოვა ყველაფერი, ელენას საცხოვრებელთან ახლოს დასახლდა და იქვე პატარა ტექნიკის მაღაზია გახსნა.

    მსხვერპლის ტანჯვამ აღაგზნო და ორგაზმი განიცადა, შემდეგ კი გაგუდა – სერიული მკვლელის უცნობი ამბავი

    როდესაც ელენა 21 წლის გახდა, მან თავისი ცხოვრების სიყვარული, მომავალი მეუღლე გაიცნო, რომელზეც 1991 წელს იქორწინა კიდეც. ელენამ იპოვა ძალა წლების განმავლობაში ძალადობითა და დამცირებით გამოწვეული ალკოჰოლიზმის დასაძლევად. მან შეძლო წარსულისგან გათავისუფლება და ქმართან ერთად ცხოვრება ბედნიერად გააგრძელა. წყვილს ორი შვილი შეეძინა.

    ელენამ და მისმა მეუღლემ ერთად იბრძოლეს სამართლიანობის აღდგენისთვის და მოძალადე მამას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ელენა ქმართან, შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად ახლა ბედნიერად ცხოვრობს და ცდილობს, ძალადობის მსხვერპლ სხვა ადამიანებს მისცეს ძალა, რომ ამ ჯოჯოხეთიდან გათავისუფლდნენ.

    წყარო: marao.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !