More

    „წარმოიდგინეთ, გამოძიება მიმდინარეობდეს ბავშვების გაუპატიურების საქმეზე იეღოვას მოწმეთა ან მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში არსებულ პანსიონში“ 

    spot_img
    გორგი მშვენიერაძე

    იურისტი გიორგი მშვენიერაძე ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მშვენიერაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანებს შერჩევითი მიდგომა აქვს.  

    მაგალითად, მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ის რაც ნინოწმინდაში ხდება, სხვა აღმსარებლობის სარწმუნოების დაქვემდებარებულ დაწესებულებაში რომ ხდებოდეს საზოგადოების გარკვეული ფენა რადიკალურ ზომებს მიმართავდა. საკითხთან დაკავშირებით გიორგის მოსაზრებას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი იზიარებს.

    „წამით წარმოიდგინეთ, გამოძიება მიმდინარეობდეს ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე იეღოვას მოწმეთა ან მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში არსებულ პანსიონში მომხდარი ფაქტის გამო.

    სამღვდელოება განგაშის ზარს დასცემდა, სოფელ-სოფელ მოკრებდნენ მღვდლები მრევლს, მძიმე ჯვრებითა და კომბლებით გაუდგებოდნენ გზას ნინოწმინდისკენ. დასავლეთიდან მომავალ ნაკადს ბორჯომში ვასაძე-ფალავანდიშვილი-კორკოტა შეუერთდებოდათ, ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილები.

    იქ მისვლას მათ სპეცრაზმი მიასწრებდა და სამაგალითო სადამსჯელო სპეცოპერაციას ჩაატარებდა. სახელისუფლებო პოლიტიკოსები ბართლომეს ღამეების საჭიროებას დააანონსებდნენ და ისეთ გარემოს შექმნიდნენ, ჰერცოგ გიზებს შეშურდებოდათ.

    პროკურატურა ყოველ 2 საათში ბრიფინგს გამართავდა, ხოლო ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ბავშვების გამოძიებაში მიცემული ჩვენებების კინოჩვენებას მოაწყობდა რეგიონებში, სკოლის მოსწავლეებისთვის.
    და რა ხდება ახლა? წელში გეიმართნენ და დეიწყეს გალობა. ჩვენ ვიძახით ბავშვები, ხალხო, ბავშვები. ესენი კიდე გალობენ“, – წერს გიორგი მშვენიერაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !