More

    „წელს ქვევით გამაშიშვლა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო“ – რა უამბო 8 წლის ბავშვმა დედას

    spot_img
    პოლიცია

    16 წლის მოზარდი, რომელსაც 8 წლის ბიჭთან ძალადობრივი სქესობრივი კავშირი ედება ბრალად, ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული.

    გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა, კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში, მაისის ბოლოს, დაზარალებულის სახლში მოხდა.

    პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შეიცვალა და 9 ივნისს, მოზარდი დააპატიმრეს.

    გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კანონმდებლობა, ექვსთვიან ვადას ითვალისწინებს.

    18 წლის მოზარდს, რომელსაც 8 წლის ბიჭთან ძალადობრივ სქესობრივ კავშირს ედავებიან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    დაზარალებულის დედა „კურიერთან“ მომხდარის დეტალებს ჰყვება.

    „ბავშვმა მითხრა, დედიკო, წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, მე შენ რაღაც თამაში უნდა გასწავლოო. რა გაუკეთა, არ ვიცი. ბავშვი რომ დაკითხეს, იქ უთქვამს დედამ არ იცისო და ეს ფაქტი წინა დღესაც იყოო. ასე მითხრა, მშობლებთან არაფერი თქვა, თორემ გცემო,”- აცხადებს დაზარალებულის დედა.

    თავად ბრალდებულის, 16 წლის ბიჭის მამიდა ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და მას „არაფერი დაუშავებია“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !