More

    წვიმა-ელჭექით, სეტყვა, ქარი და წყალმოვარდნები – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    spot_img
    წვიმა

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

    10 ივნისის ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით:

    ხვალ ბათუმსა და ფოთში 22 გრადუსი სითბო იქნება.

    +22 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც.

    ზუგდიდში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

    ახალციხეში +23 გრადუსია ნავარაუდევი.

    25 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.

    ლენტეხში +22, ცაგერსა და ამბროლაურში კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.

    22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

    გორში +24 გრადუსია ნავარაუდევი.

    25 გრადუსი სითბო იქნება თბილისში.

    რუსთავში +27 გრადუსია მოსალოდნელი.

    24 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში, სიღნაღში +23, ხოლო ყვარელში +26 გრადუსია ნავარაუდევი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !