More

    „წლები გავიდა და აღმოვაჩინე ადამიანი, რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნა მომინდა“ – როგორ მიიღო ნიკა ქავთარაძემ მეორედ დაოჯახების გადაწყვეტილება

    spot_img
    ნიკა ქავთარაძე

    მსახიობი და შოუმენი ნიკა ქავთარაძე ახლახან ეკრანს საკუთარი იუმორისტული შოუთი დაუბრუნდა და ჟურნალ „თბილისელებს“ ამ სიახლის გარდა, საკუთარ პირად ცხოვრებაზეც ესაუბრა.

    ნიკამ მეორედ დაოჯახების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა:

    „მეორედ ოჯახის შექმნაზე ბევრად მეტი ვიფიქრე და ბევრად უფრო ვემზადებოდი, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ჩემი გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო. რაც მთავარია, მივხვდი, რომ ეს არის ის სიყვარული, რომელსაც უნდა ვენდო.

    უკვე დიდი ვიყავი და შეცდომას აღარ დავუშვებდი. წლები გავიდა და აღმოვაჩინე ადამიანი, რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნა მომინდა. არა ზოგადად ოჯახის შექმნა, ამ კონკრეტულ ადამიანთან ოჯახის შექმნას ვგულისხმობ. ოჯახი თუ უნდა მქონოდა, ამაზე მაგარს ვერ შევქმნიდი და ეს გახდა ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. მე და ქეთის ძალიან გვიყვარს ერთმანეთი,“- ამბობს ნიკა ქავთარაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !