უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიაში, რეგიონალური ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა.
აღნიშნულის თაობაზე ახალი ამბების სააგენტო en24news.com იუწყება.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რეანიმაციული განყოფილების 3 პაციენტი და ერთი ექიმია, განყოფილებაში მყოფი კიდევ 8 კოვიდინფიცირებული კი ევაკუირებულია.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მაქსიმ სტეპანოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, ის უკვე შემთხვევის ადგილზე გაფრინდა.
”ოთხი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ზაპოროჟიეს მეორე რეგიონალური ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა და შვიდი ევაკუირდა – მათ გვერდით არიან ნათესავები და ექიმები … ახლა სასწრაფოდ მივფრინავ ზაპოროჟიესკენ, რათა დავადგინო ტრაგედიის რეალური გარემოებები “, – წერს მინისტრი.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები უკვე იძიებენ საქმეში ხანძრის მიზეზებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე იყვნენ მიერთებული.
„ხანძარი, სავარაუდოდ, ჟანგბადის გაჟონვამ გამოიწვია.“ – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგლმა.