More

    ხაშურში მოსწავლეები მტვრიან იატაკზე ვარჯიშობენ – ფოტოები

    spot_img

    ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯაროს სკოლაში მოსწავლეებს მტვრიან იატაკზე ვარჯიშობენ. ფოტო, სოციალურ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა.

    უკანონო შვილი და ცხოვრების სიყვარული – ეკა ბესელიას პირადი

    მისი თქმით, ფოტოები ცეკვის გაკვეთილზეა გადაღებული და სკოლის დარბაზს გარემონტება სჭირდება.

    ხცისის საჯარო სკოლის დირექტორი „შიდა ქართლის საინფორმაციო სამსახურთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ფოტო გაკვეთილების შემდეგაა გადაღებული და, შესაბამისად, დარბაზიც მტვრიანი იყო.

    „ზოგადად, ჩვენ სკოლას სჭირდება გარკვეული სამუშაოების ჩატარება. ვცდილობთ, მაქსიმალური სისუფთავის დაცვას. ეს ფოტოები ალბათ გაკვეთილების შემდეგაა გადაღებული“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

    მისი განმარტებით, საკლასო ოთახებში ისეთი მდგომარეობაა არაა, როგორიც დარბაზში:

    „კლასებში ზოგან გვაქვს იატაკი ახალი საღებავით მოწესრიგებული, ზოგან – არა. არის პრობლემები, თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, ნორმალური გარემოს შენარჩუნებას“,- განმარტავს დირექტორი.

    სოფლის ცხოვრება, მეპურეობა და „ხირხალას საყვარლობა“ – „ბაბულას“ პორტრეტი

    ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ფაქტს ხაშურის რესურსცენტრის უფროსი, ზვიად გოგუაძე გამოეხმაურა:

    „სოფელ ხცისის საჯარო სკოლის დარბაზში მიმდინარე ცეკვის გაკვეთილზე დაფიქსირებულ ფაქტზე, სადაც ჰიგიენური პრობლემა ჩანს, რესურსცენტრის კანონით დადგენილი წესით, მოკვლევა დაიწყო.

    ხცისის სკოლაში ბოლოს მონიტორინგი განხორციელდა უქმე დღეების გამოცხადებამდე, აპრილის თვეში და პირადად მაქვს ნანახი მსგავსი პრობლემა სკოლაში არ იყო.

    ცეკვის მასწავლებელი იქნება, დამლაგებელი თუ ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვერ იაზრებს ფაქტის სიმძიმეს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“, – აღნიშნავს ზვიად გოგუაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !