More

    „ხელისუფლების და ოპოზიციის ფლირტი ეკლესიასთან შევარდნაძის დაწყებულია“ – გიგი თევზაძე

    spot_img
    გიგი თევზაძე

    სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე, საქართველოში პოლიტიკოსების მიერ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაზე „ფეისბუკზე“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

    „ხელისუფლების და ოპოზიციის ფლირტი ეკლესიასთან შევარდნაძის დაწყებულია. ცხადია რატომაც: არ ჰყავდა საკმარისი მხარდამჭერი და ეკლესია სჭირდებოდა. მოინათლა და ა.შ.

    ზურა ჟვანიამაც აიტაცა ეს იდეა და განავითარა. ცხადია რატომაც: არც მას ჰყავდა დიდი რაოდენობის მხარდამჭერი და სჭირდებოდა ეკლესიის გავლით მხარდაჭერა. თუნდაც ფორმალური.

    აი, სააკაშვილმა რატომ გააგრძელა და განავითარა შევარდნაძე-ჟვანიას „ტრიუკი“, პოლიტიკის პრაგმატულობიდან გამომდინარე ახსნა არ აქვს ჩემთვის, ახლაც და მაშინაც, 2005-ში. ამომრჩეველიც ჰყავდა და სწორი პოლიტიკით არ გადღაბნიდა ეკლესიას პოლიტიკურ ლანდშაფტზე (როგორც ახლაა) და ადეკვატურ ადგილსაც მიუჩენდა.

    ქოცებზე არაფერს ვამბობ. მათი პოლიტიკა ეკლესიის მიმართ სააკაშვილის პოლიტიკის ასლია.

    ჰოდა, სააკაშვილის ეკლესიასთან ფლირტი, ასე ვფიქრობ და ამის ფაქტებიცაა, უფრო მეტად აზიანებდა/აზიანებს მას, ვიდრე შველოდა/შველის.

    ვფიქრობ, რომ ახლა ეკლესიათან რაიმე პოლიტიკური კავშირი მხოლოდ რუსეთს თუ აწყობს: სიცხადის არარსებობა – ანუ, ამ შემთხვევაში, რა არის შენი პოლიტიკა – თეოკრატია, მართლმადიდებლური სუვერენული დემოკრატია, ევროპული დემოკრატია, მაგრამ.. – არის ის რაც რუსეთს აძლევს საშუალებას აქტიურად ჩაებას საქართველოს მომავლის განსაზღვრაში.

    დემოკრატია და განვითარება სეკულარულია. ისევე, როგორც მრევლის ყოველ წევრზე მზრუნველი ეკლესია – აპოლიტიკური. ეს აქსიომებია“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !