More

    „ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს“ – ბასილაშვილის იურისტების საგანგებო განცხადება

    spot_img
    ნიკოლოზ ბასილაშვილი

    ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ადვოკატები ირაკლი კაჭარავას მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურებიან და მას სიცრუეში ადანაშაულებენ.

    „ჩვენ ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ ვინმე ირაკლი კაჭარავას მიერ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რომელიც აშკარად ბმაშია 2020 წელს წამოწყებულ კამპანისთან, რომლის მიზანიც სპორტსმენის რეპუტაციის შელახვაა.

    ჩვენ სიღრმისეულად გავეცანით სარჩელს და ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს. ჩვენ პროფესიულ ხედვას ამყარებს, ის გარემობაც, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაჭარავას მიერ მოთხოვნილი ყადაღა.

    აქვე განვმარტავთ, რომ ბუნებაში არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავს შორის. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რაიმე სახის სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.

    და ბოლოს მოუწოდებთ მედიის, ნებსით თუ უნებლიეთ არ მოხდეს ჟურნალისტების შეცდომაში შეყვნა ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ ირაკლი კაჭარავას მოსაზრებას, პირველ რიგში, მოითხოვონ ოფიციალური ხელშეკრულება.. რომელიც როგორც თავში აღვნიშნეთ ბუნებაში არ არსებობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !