More

    ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

    spot_img

    ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს,  საქართველოს დელეგაციამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

    „ვაპირებთ, იგივე პოზიცია დავაფიქსიროთ ხვალინდელ სესიაზეც. გუშინ ჩვენ ვნახეთ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს საქართველოსა და პირველ რიგში, საერთაშორისო პარტნიორებს მათ დამოკიდებულებას, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ უდგებიან საერთაშორისო ინსტანციების გადაწყვეტილებებს.

    დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. საქართველოს პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, უცვლელია.

    როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იყო მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რათა სწრაფად და სრულფასოვნად შესრულდეს ყველა ვალდებულება, რომელიც რუსეთს დაეკისრა ევროპის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

    ინფორმაციისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

    საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here