More

    „ხომ აიცრა, კორონა რატომ შეეყარა – პრობლემას ნუ ვეძებთ იქ, სადაც არ არის “…

    spot_img
    ეკა ტიკარაძე და ეკა
კვესიტაძე

    დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რადგან მინისტრს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ გაკეთებული ჰქონდა, მის ინფიცირებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

    ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ჟურნალისტმა, ეკა კვესიტაძემაც დააფიქსირა. მან მინისტრს ჯანმრთელობა უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინირებულ ადამიანს ინფექცია მსუბუქად გადააქვს.

    „ხომ აიცრა, კორონა რატომ შეეყარა – საკითხის ასე დაყენება ძალიან არასწორია. აცრილსაც შეიძლება დაემართოს კორონა, ჩემს გარშემო ბევრმა გადაიტანა პირველი დოზის შემდეგ. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ გადაიტანეს მსუბუქად ან ძალიან მსუბუქად. სწორედ ესაა ვაქცინაციის ხიბლი, რომ თუ ვაქცინირებული ხართ, დაინფიცირების შემთხვევაში დაავადებას მარტივად გადაიტანთ. ამიტომ, პრობლემას ნუ ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ტიკარაძეს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მსუბუქად გადაიტანს“, – წერს კვესიტაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !