More

    „ხშირად ტიროდა, შვილ მკვდარი დედა ვარო“ – ქართველმა ემიგრანტმა იპოვა შვილი, რომელიც 33 წლის განმავლობაში გარდაცვლილი ეგონა

    spot_img

    ემიგრანტმა იპოვა შვილი, რომელიც 33 წლის განმავლობაში გარდაცვლილი ეგონა. ამის შესახებ ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

    როგორც პოსტიდან ვიგებთ, თელავის სამშობიაროში, 1988 წლის 26 ივლისს, სესილი მელიქიშვილს მეორე შვილის გაჩენის შემდეგ სამშობიაროში მოატყუეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გაირკვა გააშვილეს.

    უკანონო შვილი და ცხოვრების სიყვარული – ეკა ბესელიას პირადი

    „თელავის სამშობიაროში – 1988 წლის 26 ივლისს მეორე ვაჟკაცი შეეძინა, (პირველი ვაჟკაცი ბექა ჰყავთ: ბექა ალექსანაშვილი ) მეორე შვილზე სამშობიაროშივე მოატყუეს რომ გარდაიცვალა (სრულიად ჯანმრთელი ბავშვი) და თურმე ჩუმად გაუშვილებიათ…

    ეს იმდენად დიდი ტრაგედია იყო, რომ სესილი დეიდას გული წაუვიდა და დიდი ხანი ცუდად იყო…

    სესილი დეიდას 33 წლის განმავლობაში შავები არ გაუხდია, ხშირად ტიროდა, უდიდეს ტკივილს ატარებდა – „შვილ მკვდარი დედა ვარ-ო“, გული მეთუთქებოდა ამ ფრაზის მოსმენისას…

    მთელი ცხოვრება სიკეთეს სთესავს, სულ იმას ცდილობს ყველას დაეხმაროს, ძალებს არ იშურებს… სიკეთე კი არ იკარგება მეგობრებო, უფალმა დააჯილდოვა უდიდესი სასწაულით და აპოვნინა შვილი, რომელიც დაღუპული ეგონა.

    ალბათ, გაინტერესებთ როგორ მოხდა ეს სასწაული, გაგიზიარებთ რაც ვიცი…

    ალექსანდრე გუგუნავას Aleqsandre Gugunava (რეალური გვარი ალექსანაშვილია) დაეღუპა აღმზრდელი მშობლები, სულ მალე კი ნათესავებისგან შეიტყო, რომ აყვანილი იყო… დაიწყო მოძებნა ნამდვილი მშობლების, საკუთარი დაბადების დღეც კი შეცდომით იცოდა – ეგონა 11 სექტემბერი. ბევრს ცდილობდა ალექსანდრე, მეუღლის და მეგობრების დახმარებით, შედეგმაც არ დააყოვნა.

    ეცადეთ, გწამდეთ და აგისრულდებათ…

    მან იპოვა ნამდვილი ოჯახი…

    VIDEO: ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მშობლები და როგორი სახლი აქვს ტელეწამყვანს

    ჯგუფ „ვეძებ-ში“ მადონა მელიქიშვილმა (სესილი დეიდას ძმის შვილმა) აღმოაჩინა ალექსანდრეს პოსტები და ეჭვი გამართლდა…

    როდესაც სესილი დეიდა ალექსანდრეს გაესაუბრა, ჰკითხა დიდი ხალი ხომ არ ჰქონდა, დაბადებიდან ნიშანი, რომელიც უტყუარი მტკიცებულებაა.

    ალექსანდრეს ასევე გაახსენდა ბავშვობაში მისმა აღმზრდელმა დედამ, რომ უთხრა – „თუ ოდესმე გიპოვნის დედაშენი, ამ ხალით გიპოვნის-ო“.

    მაშინ არ იცოდა აყვანილი თუ იყო და არც მიუნიჭებია დიდი მნიშვნელობა ამ სიტყვებისთვის. თუმცა ახლა უდიდესი წვლილი მიუძღვის დაბადების ნიშანს, რომელმაც ნამდვილი ოჯახი აპოვნინა ალექსანდრეს

    ბექას ერთი შვილი ჰყავს: პრინცესა სესილიკო და ალექსანდრე 2 შვილის მამიკოა“,- წერს სიხარულიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !