More

    „ჯაბა იოსელიანის კალაშნიკოვთან ნაკურთხი თბილისის ელიტა, კითხვებს უსვამს რიონის ხეობის მცველებს შავ სამყაროსთან კავშირზე“

    spot_img
    ბექა წიქარიშვილი

    მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი რიონის ხეობის მცველების მიმართ წამოსულ შეფასებებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

    წიქარიშვილის აზრით ვარლამმა და მისმა მხარდამჭერებმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ იყოფა საქართველოში საზოგადოება და ვინ და რამდენი ფლანგი დგას ხალხის საწინააღმდეგო მხარეს.

    „ჯაბა იოსელიანის კალაშნიკოვთან ნაკურთხი თბილისის ელიტა კითხვებს უსვამს რიონის ხეობის მცველებს შავ სამყაროსთან კავშირზე.

    პოლიტიკოსებად, ბიზნესმენებად, მსხვილი კომპანიებისა და მედიების დირექტორებად გარდასახული 90-იანების რაზმელები და კრიმინალები ძალადობაში ადანაშაულებენ მათ.

    ხალხი, რომელმაც ქვეყნის თითქმის ყველა სტრატეგიული რესურსი რუსულ კომპანიებს გადაულოცა, რუსული ინტერესების დაცვას ედავება მცველებს.

    ბანკირები, მევახშეები, კაზინოს მფლობელები, ხალხის მძარცველები, ისინი, ვინც საკუთარ მილიარდებს ობშორებში მალავენ, მათ მიერვე დაფუძნებული და მართული ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც ასევე საგულდაგულოდ ჩქმალავენ სატელევიზიო შემოსავლებს, კითხვებს უსვამენ ხეობის მცველებს დაფინანსებაზე, გაოცებულნი არიან, როგორ შეძლეს მათ 3 დღე აქციის ტექნიკური უზრუნველყოფა, როცა მსგავსი კითხვა ერთხელაც არ დაცდენიათ მათთან ვისაც ერთი წელი ედგა იმავე ტექნიკა.

    მადლობა რიონის მცველებს ხაზისთვის, რომელიც ამ ბრძოლამ უნებლიეთ გაავლო და რომლის ერთ მხარეს ხალხი დგას, მეორეს მხარეს კი ხელიხელჩაკიდებულნი აღმოჩნდნენ მიშისტები და ბიძინისტები, ელისო კილაძეები და შალვა რამიშვილები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეები და ლაშა ნაცვლიშვილები, ჩერგოები და ყანდიაშვილები. ერთადერთი რამ მინდა იცოდეთ ჩემგან, როგორც პროცესის რიგითი მხარდამჭერისგან, ვასაძე-ფალავანდიშვილების ადგილიც ხაზის მეორე მხარესაა.

    დღეს, 16:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე!“ – წერს ბექა წიქარიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !