More

    ჯანმომ „კოვიდ-19“-ის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამისა

    spot_img
    ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაცია - ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამისა. ამიერიდან, ბრიტანული ვარიანტი ბერძნული ანბანის პირველი ასოს შესაბამისად, ალფად იქნება მოხსენიებული, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ბეტა, ბრაზილიური – გამა, ხოლო ინდურ ვარიანტს დელტა დაერქმევა.

    ამ ნაბიჯით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს, ქვეყნების სტიგმატიზაცია თავიდან აირიდოს. თუმცა, ანბანის შესაბამისად მოხსენიება არ ჩაანაცვლებს, შტამების მეცნიერულად დადგენილ ოფიციალურ დასახელებებს. შტამებისა და მათი შესატყვისი ანბანური თანმიმდევრობა, ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

    წყარო: 1tv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !