More

    ჯანყის მოსურნე ოპოზიცია ყველამ მიატოვა – დავით ჩიხელიძე

    spot_img

    „2 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა საგაზაფხულო პლენარული სხდომით განაახლა, სხდომის მთავარი საკითხი, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტა/არ შეწყვეტა იყო. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატი არ შეუწყვიტა, რაც ქვეყნისთვის ცალსახად დადებითი მოვლენაა“ – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აღნიშნავს.

    როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიების კრიზისს „ნაციონალური მოძრაობა“ გაუძლებს, მაგრამ ვერ გაუძლებენ პატარა პარტიები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ შთანთქავს:

    „აღნიშნული გახლავთ ოპოზიციის მეორე შანსი, გაითავისოს რეალობა და შევიდეს პარლამენტში, ოპოზიციის ხალხის და დასავლეთის იმედი ჰქონდათ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობაა, რომ ისინი მარტო დარჩნენ, რადგან რეალურად ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, დასავლეთი კი იქცევა ისე, როგორც დემოკრატიის მაღალი სტანდარტი მოითხოვს და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც მათ საარჩევნო ყუთთან გააკეთეს და ადამიანებს ხმა იმიტომ მისცეს, რომ იყვნენ პარლამენტში და არა ქუჩაში.

    ვხედავთ რა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, ნათელია, რომ ჯანყის მოსურნე ოპოზიცია ყველამ მიატოვა. ის ახლა მარტოა და დიდი დრო აქვს ფიქრისთვის. მოგეხსენებათ ფიქრის გარეშე ყოველი საქმე ფუჭია, სიღრმისეული ფიქრი და ანალიზი განსაკუთრებით ე.წ. მცირე ოპოზიციურ პარტიებს სჭირდებათ, რადგან დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიების კრიზისს „ნაციონალური მოძრაობა“ გაუძლებს, მაგრამ ვერ გაუძლებენ პატარა პარტიები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ შთანთქავს. მათ (მცირე პარტიებმა) კარგად უნდა იცოდნენ, რომ დროა საკუთარ თავს უშველონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში მალე მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება. ბოიკოტი ბოიკოტისთვის გრძელდება, საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს!“, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here