More

    ჯეოლაბი ემიგრანტებისთვის უფასო კურსებს იწყებს

    spot_img
    ჯეოლაბი ემიგრანტებისთვის
უფასო კურსებს იწყებს

    ჯეოლაბი ახალი ინიციატივის ფარგლებში უფასო კურსებს იწყებს ვებპროგრამირების Front End და HTML, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინისა და სოციალური მედია მენეჯმენტის მიმართულებით, ქართველი ემიგრანტებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს საზღვრებს მიღმა ცხოვრობენ.

    პროექტის ფარგლებში ჩატარდება 6 ონლაინ ლექცია. მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას თანამედროვე პროფესიების შესახებ და რაც მათ დაეხმარება აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და განვითარების გზები.

    კურსებს გაუძღვებიან ჯეოლაბის კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს უკვე დასაქმებული არიან შესაბამის სფეროში.

    კურსის გავლისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება, სადაც მსურველებმა უნდა ატვირთონ ბინადრობის დოკუმენტები ან ვიდეო, რითაც დაადასტურებენ საზღვარგარეთ ყოფნას. ჯგუფების შედგენა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.

    წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ჯეოლაბი მუდმივად ცდილობს ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და ამჯერად ემიგრანტებამდე მანძილს ტექნოლოგიური შესაძლებლობით გადალახავს. პროექტის მიზანია, ემიგრანტებს გაუჩინოს მომავლის პროფესიების ინტერესი და აღმოაჩენინოს დისტანციური მუშაობისა და საკუთარი განვითარების პერსპექტივები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !