More

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    spot_img
    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

    ხვალ, 25 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ისნის რაიონში, წნორის წყლის ქუჩა N6-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

    მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

    სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 25 მაისს 23:45 საათიდან 26 მაისის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

    ვარკეთილის მე-3 მასივს, ჯავახეთის ქუჩა N1-113.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !