More

    „ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, თითოეულ დღეს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს“ – ინდოეთში „შავი სოკოს“ სამკურნალო წამლების დეფიციტია

    spot_img

    ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ „შავი სოკოს“ სამკურნალოდ საჭირო პრეპარატების იმპორტის შესახებ დასახმარებლად სპეციალურ ცენტრს მას შემდეგ მიმართა, რაც იმ პაციენტების შუამდგომლობა მოისმინა, რომლებსაც „შავი სოკოს“ სამკურნალოდ პრეპარატი ამფოტერიცინ B ესაჭიროება და რომლის წარმოება მსოფლიოში შეზღუდულია.

    „ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველანი ვაწყდებით. ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. გვსურს, ყველას დავეხმაროთ, თუმცა ვერ ვეხმარებით. ზოგიერთ პაციენტს პრიორიტეტს ვერ ვანიჭებთ, რადგან „შავი სოკოს“ წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატი მსოფლიოში დეფიციტია,“ – ამის შესახებ „შავი სოკოთი“ დაავადებული ინდოელი პაციენტების მოსამართლე აცხადებს. მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ მომჩივანზე, რადგან „შავი სოკოთი“ დაავადებულ ყველა პაციენტს აღნიშნული პრეპარატის მიღება სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

    ცენტრმა სასამართლოს უპასუხა, რომ ინდოეთში, მუკორმიკოზზე 14 872 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება პროგნოზს, აქტიური კოვიდინფიცირებული პაციენტების 20%-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მძიმეა. შესაძლოა, მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ. ამ 20%-ში 1:500-დან 1:1000 პაციენტამდე მუკორმიკოზის განვითარების რისკი მაღალია.

    ცენტრმა, ასევე, განუცხადა სასამართლოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო სპეციალური ზომები ავსტრალიიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, არგენტინიდან, ბელგიიდან და ჩინეთიდან 230 000 ფლაკონი ამფოტერიცინი B-ს და აგრეთვე, 50 000 ისავუკონაზოლის საყიდლად.

    რაც შეეხება ამფოტერიცინი B-ს იმპორტს კომპანიებში Mylan Labs და Gilead USA-ში, ცენტრში აცხადებენ, რომ სულ შეკვეთილი 705 000 ფლაკონიდან 1-ლი აპრილიდან 27 მაისის ჩათვლით მიიღეს 280 401 ფლაკონი. სასამართლო კოლეგიამ ცენტრს მიმართა, წარადგინოს იმპორტის დეტალური სტატუსი და მიუთითოს, თუ როგორ მიიღო 23 000 ფლაკონი და არსებობს თუ არა პრეპარატების მარაგი, რომელთა იმპორტირება შესაძლებელი იყო.

    „როდის შემოიტანთ პრეპარატს ინდოეთში? ჩვენ დროის საწინააღმდეგოდ მივდივართ. თუკი შეკვეთა 24 მაისამდე გააკეთეთ, დღეს ის უკვე უნდა გვქონდეს. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ დღეს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ მას კონკრეტული ანგარიში სჭირდება.

    ამფოტერიცინი B-ს შიდა მომარაგება ექვსი ძირითადი მომწოდებლისგან აპრილში იყო 36 597, ხოლო მაისში ეს იყო 80 273, აღნიშნეს ცენტრში და დასძინეს, რომ ივნისში მოსალოდნელია 352 000 ფლაკონის წარმოება.

    „ლიპოზომური ამფოტერიცინი B-ს უფრო დიდი რაოდენობით წარმოებისთვის დაბრკოლებას ნედლეულის სიმცირე და მთელ მსოფლიოში დამხმარე ნივთიერებების დეფიციტი წარმოადგენს. წარმოების პროცესი, ასევე, რთულია, რადგან ის ლიპინის უჯრედებს უკავშირდება. ამგვარად, ყველა მწარმოებელს არ შეუძლია აღნიშნული პრეპარატის წარმოება,“ – განაცხადეს მთავრობაში.

    წყარო: indianexpress.com

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !