More

    ჯო ბაიდენი: ამერიკა დაბრუნდა

    spot_img

    „ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია იქნება ჩვენი პრიორიტეტი“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. 

    სიტყვით გამოსვლისას მან ჩინეთისა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მან რუსეთი ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

    პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ დაუპირისპირდება პეკინის მიერ „ეკონომიკური საკითხების ბოროტად გამოყენებას, მის ქმედებებს ადამიანის უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრებისა წინააღმდეგ“,.

    მისივე თქმით, ამერიკა იემენში სამხედრო ოპერაციებს მხარს აღარ დაუჭერს და აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ელჩი დაინიშნება.

    „ეს არის ომი, რომელმაც შექმნა ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა“, – აღნიშნა ბაიდენმა იემენზე საუბრისას.

    ბაიდენის თქმით, აშშ საუდის არაბეთის მხარდაჭერასა და დახმარებას გააგრძელებს.

    პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საარჩევნო დაპირების თანახმად, აშშ-ში ყოველწლიურად მიღებული ლტოლვილთა რიცხვი გაიზრდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here