More

    ჯუანშერ ბურჭულაძის თაოსნობით გრძელდება ის პოზიტიური პროცესები, რომელიც რამდენიმე თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით დაიწყო – დავით ჩიხელიძე

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

    დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ყურადღებას რამდენიმე საკითხზე ამახვილებს.

    მისი თქმით, 2021 წლის 26 მაისი კარგად იყო ორგანიზებული, ეს იყო დახვეწილი, თანამედროვე ტიპის ღონისძიება, რომელიც მის მთავარ მიზანს სრულად პასუხობდა:

    „რაც შეეხება მოვლენებს რომელმაც 2021 წლის 26 მაისი განსაკუთრებული გახადა, პირველ რიგში, ეს შეეხება გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენებას. ყველას მოგვეხსენება, რომ მისი ჩამოსვენების საკითხი ერთ და ორ დღეში არ გადაწყვეტილა, არამედ, ეს იყო მოლაპარაკების და ბიუროკრატიული პროცედურების შესრულების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კვინიტაძის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენებას ორმხრივი დატვირთვა ჰქონდა. ერთის მხრივ, ქართულმა მიწამ მიიღო საკუთარი ღირსეული შვილი, მეორე მხრივ, კი კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ ჩვენ ოკუპაციას არ და ვერ შევურიგდებით, გენერალი კვინიტაძე სწორედ რუსეთთან შეურიგებელ მებრძოლს განასახიერებს.

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქართულ ცაში მოდერნიზებული სუ-25-ის გამოჩენა. დაახლოებით, ერთი წლის წინ იმ დროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა სუ-25-ების საქართველოში აღდგენა, რაც ბევრს სასაცილოდ არ ეყო და იაფფასიანი დაპირება ეგონოთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ მოხდა ჯართში ჩაბარებისთვის განწირული მოიერიშეს აღდგენა, რომელსაც არა მხოლოდ ქართულ ცაში ფრენა, არამედ მტრისთვის სათანადო პასუხის გაცემაც შეუძლია.

    ასევე, მნიშვნელოვანია თავისუფლების მოედანზე გამოფენილი ქართულ ჯავშანმანქანები, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჯერ კიდევ 2016 წელს საუდის არაბეთმა დიდგორის ერთ-ერთი მოდიფიკაციის მანქანებით საკუთარი შეიარაღებული ჯარები აღჭურვა, ქართული ჯავშანმანქანები კი ქართული არმიის შემადგენლობაში არ იყო, სწორედ ყოფილი და მოქმედი მინისტრების ინიციატივით მოხდა მათი ქართული არმიის შემადგენლობაში მიღება („დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“).

    რეზიუმეს სახით უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროში ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის თაოსნობით გრძელდება ის პოზიტიური პროცესები, რომელიც რამდენიმე თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით დაიწყო, აღმშენებლობის მსგავსი ტემპები ნამდვილად შესაშურია. არ დაგვავიწყდეს რომ მალე ქართული შეიარაღებული ძალები, საკუთარ შეიარაღებაში ადგილობრივი წარმოების ემ-4-ის ცეცხლსასროლ შაშხანას და საქართველოში წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს!“ – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !