More

    1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

    spot_img
    სახმელეთო საზღვრები

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ.

    ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის პასუხით და ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ პისიარ ტესტი.

    ასევე რეკომენდაციაა რომ ყველა ვიზოტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კორონავირუსთან დაკავშირებულ შემთხვევების ხარჯებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !