More

    10 გრამიანი საქორწინო ბეჭდის ფასი 2050 ლარიდან იწყება

    spot_img
    საქორწინო ბეჭედი

    ქვეყანაში ოქროს ფასები გაიზარდა, თუმცა რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა. პანდემიის დაწყების შედეგ, 1 გრამი ოქრო საქართველოში, დაახლოებით, 40 ლარით გაძვირდა და დღეს 1 გრამი ოქრო 118 ლარი ღირს.

    ოქროს ბირჟის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირმა მოსიაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ტენდენციად იქცა ის, რომ მომხმარებლები ოჯახებიდან ყიდიან ოქროს.

    საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და თქვა, რომ „თუ კიდევ ვინმეს სახლში დარჩა ოქრო, შემოდიან და აბარებენ“.

    „რაც შეეხება რეალიზაციას, ვაჭრობა საგრძნობლად შემცირებულია. ამას არაერთი მიზეზი აქვს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხში თანხა აღარ ტრიალებს“, – ამბობს ირმა მოსიაშვილი.

    ის იქვე განმარტავს, რომ ამ ფონზე ოქრო ძალიან არის გაძვირებული. „დღეს დილერთან 10 გრამიანი საქორწილო ბეჭედი რომ იყიდო, 2050 ლარია საჭირო“, – განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ ოქროს ბირჟის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !