More

    10 ივნისს თბილისში წყალმომარაგება შეიზღუდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    spot_img

    10 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს.

    კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად რთული ტექნიკური და შედუღებითი სამუშაოები კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ 10 ივნისს ჩატარდება.

    „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 10 ივნისს 11:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – დიღმის მასივის II-V კვარტლებს, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის, რობაქიძის, პაიჭაძის, მიქელაძის, ონიანის, ბოხუას, ჩაჩავას და მიმდებარე ქუჩებს;

    წინამძღვრიშვილის და ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, აღმაშენებლის, თამარ მეფის და წერეთლის გამზირის ნაწილს, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის ქუთაისის, გაფრინდაულის, სამტრედიის, ფოთის და კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !