More

    10 ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა აქვს

    spot_img

    მსოფლიოს მასშტაბით ამერიკა, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა მიიღეს. კერძოდ ამერიკას უკვე მიღებული აქვს ვაქცინის 20 მლნ, ჩინეთს 15 მლნ და დიდ ბრიტანეთს 6 მლნ დოზა. ამის შესახებ BBC იუწყება

    გამოცემის თანახმად, ზოგიერთმა ქვეყანამ კორონავირუსის ვაქცინის უფრო მეტი დოზა მიიღო, ვიდრე მისი მოსახლეობისთვის არის აუცილებელი, ხოლო დანარჩენი, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, ვაქცინის მიღებას „კოვაქს“ პლატფორმიდან, განაწილების გლობალური გეგმის მიხედვით ელოდებიან.

    ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ვაქცინების სამართლიანი განაწილების პერსპექტივები „სერიოზულ რისკს“ წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, „მსოფლიო მორალური მარცხის ზღვარზეა”.

    თუმცა, თუ მსოფლიოში ყველაზე მეტად იმუნიზირებული ქვეყნების ჩამონათვალს 100 მოსახლეზე ვაქცინის დოზის რაოდენობით განვსაზღვრავთ, სია ასე გამოიყურება:

    1. ისრაელი – 41,8
    2. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 25
    3. დიდი ბრიტანეთი – 10
    4. ამერიკა – 6,2
    5. ესპანეთი – 2,5
    6. იტალია – 2,3
    7. გერმანია – 1,9
    8. საფრანგეთი – 1,6
    9. თურქეთი – 1,5
    10. ჩინეთი – 1

    აღსანიშნავია, რომ ქვეყნების უმეტესობა ვაქცინაციისას უპირატესობას 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ანიჭებს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    ამირან გამყრელიძე: წლის შუა რიცხვებში იქნება პირდაპირი მოხმარების ანტივირუსული წამლები

    ჯანმო: ვაქცინის „ნაციონალიზაცია“ მორალურ კოლაფსს გამოიწვევს

    რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here