More

    „10 წელი არც ერთი ჟურნალისტისთვის ინტერვიუ არ მიმიცია“ – დათო არჩვაძე დუმილს არღვევს

    spot_img
    დათო არჩვაძე

    გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი  ქალაქური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი დათო არჯვაძე იყო, რომელმაც გადაცემაში  დუმილი დაარღვია და ისაუბრა იმ მტკივნეულ თემაზე, რომელზეც საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

    ხელოვანმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული თემა მისი ქალიშვილი თამარია. დათოს გოგონა პირველი ქორწინებიდან მომღერალ სოფო კუჭავასთან ჰყავს, რომლის ნახვასაც მას აკრძალული აქვს.

    „უკვვე წლებია შვილთან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. როდესაც წყვილს შორის დაძაბული ურთიერთობა ეს 2 ადამიანს შორის უნდა მოგვარდეს და არავინ უნდა ჩაერიოს, ჩვენს ურთიერთობაში კი ყველა ჩაერია.

    პირველი 2 წელი ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ 2 წლის შემდეგ წერტილი დავსვი..“- ამბობს დათო არჩვაძე.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით დათო არჩვაძეს შვილის ნახვა ეკუთვნის, მაგრამ ოჯახში დაძაბული ურთიერთობის გამო ის შვილის ნახვას ვერ ახერხებს. მისი ქალიშვილი კი ახლა 13 წლის არის.

    პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ, დათო არჩვაძე მეორედ 2012 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული ეთუნა ფარეხელაშვილი გახდა. თამარის გარდა, მომღერალს მეორე ქორწინებიდან კიდევ სამი შვილი ჰყავს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !