More

    „11 თვის ბავშვი მუხლებზე იდგა და გარდაცვლილ დედას ეხვეოდა“ – შემზარავი მკვლელობის დეტალები

    spot_img
    ტრაგედია ინდონეზიაში

    11 მაისს საბერძნეთში, კერძოდ გლიკა ნერაში სასტიკი დანაშაული მოხდა.

    ძარცვის მიზნით ახალგაზრდა წყვილს საკუთარ სახლში შეიარაღებული უცნობი პირები დაესხნენ თავს. მათ სასიკვდილოდ გაიმეტეს ოჯახის დიასახლისი, 20 წლის კეროლაინი. იმავე ოთახში, დაბმული და თვალებახვეული ჰყავდათ მისი 32 წლის მეუღლე. შემთხვევის დროს საძინებელ ოთახში იმყოფებოდა მათი 11 თვის ქალიშვილიც. მძარცველებმა ოჯახის ძაღლიც მოკლეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ოჯახიდან ძვირფასეულობასთან ერთად  15000 ევრო გაიტაცეს და გაუჩინარდნენ.

    ემოციური და ამაღელვებელია პოლიციელის ჩვენება, რომელიც პირველად შევიდა დანაშაულის ადგილზე და ხელში 20 წლის კაროლაინის ბავშვი აიყვანა.

    როგორც პოლიციელი, ხრისტოს ვარდიკოსი იხსენებს, განთიადი იყო, როდესაც პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა დახმარების თხოვნით.

    ისინი მაშინვე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. სახლში შესვლისას შემზარავი სანახაობა დახვდათ, 11 თვის ბავშვი საწოლზე, მუხლებით, იჯდა და გარდაცვლილ დედას ეხვეოდა.

    „ეს არის კადრი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ჩემი გულის ნატეხი იმ ოთახში დარჩება. ბავშვს მხოლოდ პამპერსი ეცვა, ხელში ავიყვანე და პლედი მოვახვიე გასათბობად… ასე მყავდა ჩახუტებული, დაახლოებით ნახევარი საათი, სანამ მისი ბებია, ბაბუა და სხვა ნათესავები არ მოვიდნენ…“, – იხსენებს 40 წლის, პოლიციის თანამშრომელი.

    წყარო: exclusivetv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !