More

    11 წლის ბიჭს, რომელიც 3 წელი დიალიზზე იმყოფებოდა, მასწავლებელმა თირკმელი აჩუქა

    spot_img
    2 წლის ბიჭი

    11 წლის გევინს ცხოვრების ძალიან რთული დასაწყისი ჰქონდა. მას 8 წლის ასაკში ვილმის სიმსივნის მე-3 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც თირკმლის კიბოს ერთ-ერთი ფორმაა.

    პატარა ბიჭს სიმსივნის მოშორებისთვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მარცხენა თირკმელი დაკარგა. პარალელურად იგი ქიმიოთერაპიასაც იტარებდა, რადგან კიბო მის ფილტვზეც იყო გავრცელებული. მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა და კიბო რემისიის ფაზაში გადავიდა, თუმცა სიხარული ხანმოკლე იყო, რადგან დაავადება ერთი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა, ამჯერად მეორე თირკმელზე.

    ექიმებმა ოჯახს განუცხადეს, რომ ერთადერთი გადარჩენის გზა სხივური თერაპია იყო, რაც გევინის დარჩენილ თირკმელს საბოლოოდ გაანადგურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ ბიჭს დიალიზზე ყოფნა მოუწია.

    გევინის მშობლებმა, რობინმა და ვარდმა, იცოდნენ, რომ მათი უმცროსი შვილის ცხოვრების წესი სამუდამოდ ასეთი ვერ იქნებოდა – მას გადანერგვა სჭირდებოდა, მაგრამ ახალი თირკმლის მისაღებად გევინი ორი წლის განმავლობაში სრულიად ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო.საბოლოოდ, მან კიბო დაამარცხა და ახალი თირკმლის მომლოდინეთა სიაში მაშინვე შეიყვანეს.

    ახალი ორგანოსთვის ლოდინი წლები შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა დონორობის სურვილი გევინის მასწავლებელმა უანგაროდ გამოთქვა. იგი მის მშობლებს დაუკავშირდა და მათთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია აცნობა.

    მასწავლებელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და დაადასტურა, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო. მალევე ჩატარდა ოპერაციაც, რომელიც წარმატებით დასრულდა.

    ახალი თირკმელი გევინს საშუალებას მისცემს, რომ სკოლაში სწავლა გააგრძელოს, მეგობრებთან თამაში შეძლოს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

    წყარო: exclusivetv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !