More

    12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ეს დღე ტყუილებთან, თავგადასავლებთან და ბედის მოულოდნელ შემობრუნებასთან ასოცირდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო წამოწყებას, საეჭვო ნაცნობობას და ჯანმრთელობის რისკებს ერიდოთ. თუ სტუმრად მიგიწვიეს, გირჩევთ, თავაზიანი უარი თქვათ ან ვიზიტი სხვა დროისთვის გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის ფინანსური ზარალი ან ოჯახური კონფლიქტი. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და ქმედებებში გაერკვეთ, რადგან ბედის მოულოდნელი შემობრუნება გელით. ერიდეთ, დაუფიქრებელ დაპირებებს. სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

    კურო

    ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით კურო ქალებისთვის. მათ საშუალება ექნებათ, შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და ახალი საქმიანი კავშირები დაამყარონ. კურო მამაკაცებს პროფესიული საქმიანობის სფეროში პრობლემები ან ოჯახური საქმეები ელით. უარი თქვით მოგზაურობაზე, საქმიანი ვიზიტებსა და მივლინებებზე, რადგან შეიძლება, ვირუსული ინფექცია შეგეყაროთ.

    ტყუპები

    ეს დღეს ილუზიებს, თავგადასავლებს და ბედის მოულოდნელ შემობრუნებას უკავშირდება. ხელსაყრელი დღე ტყუპი ქალებისთვის, რომლებიც შეძლებენ კარიერულ წინსვლას, ურთიერთობების დამყარებას ახალ პარტნიორებთან და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად წარმოჩენას.

    კირჩხიბი

    კარგი პერიოდი იწყება. თქვენ შეძლებთ ენერგიის სწორი მიმართულებით კონცენტრირებას და საუკეთესო გამოსავლის პოვნას. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება, პიროვნული მიმზიდველობა და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ.

    ლომი

    ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო წამოწყებებს, საეჭვო ნაცნობობას და ჯანმრთელობის რისკებს ერიდოთ. დაძაბულობა შეიძლება უკიდურესად გაიზარდოს, რადგან მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე ან ინფორმაცია, რომელიც თქვენს ახლობელს უარყოფითად ახასიათებს. მზად იყავით უარესისთვის და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

    ქალწული

    ამ დღეს თავგადასავლები, ილუზიები და ბედის მოულოდნელი შემობრუნება უკავშირდება. თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი დაპირებებისგან. გირჩევთ, ყველა ვიზიტი და მგზავრობა გააუქმოთ ან სხვა დროისთვის გადაიტანოთ. თუ ეცდებით, შეიძლება სიტუაცია ისე შეცვალოთ, რომ კრიზისი ახალი საქმის დასაწყისად იქცეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს დასვენება სრულ მარტოობაში ან ოჯახთან ერთად ჯობს.

    სასწორი

    ცდუნებებისა და პროვოკაციების დღეა. წარსულის გააზრებამ შეიძლება ღირებულებების გადაფასება გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ: ცივი გონება ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში საუკეთესო მრჩეველია. მთავარია პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

    მორიელი

    პასიური დღეა. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უტაქტობამ შეიძლება წინა კვირის ეფექტური საქმიანობა და მიღწევები წყალში ჩაგიყაროთ. გირჩევთ, ნებისმიერ პრობლემას ფილოსოფიურად შეხედოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შეხვედრა გელით.

    მშვილდოსანი

    ილუზიებით სავსე, რთული დღეა. გირჩევთ, კონტაქტები და შემოქმედებითი საქმიანობა მინიმუმამდე შეამციროთ. ყურადღება მთავარ პრობლემებზე გაამახვილეთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, პრობლემები და შეცდომები პროფესიული საქმიანობის სფეროში დიდ დროს წაგართმევთ. ამ დღეს კოლექტიური საქმიანობა და ფიზიკური დატვირთვა სახიფათოა.

    ხის რქათ

    წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ურთიერთობების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. საქმიან ქაღალდებთან ან მატერიალურ აქტივებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ – არსებობს შეცდომის და შედეგად, ფინანსური ზარალის ალბათობა. ერიდეთ დაუფიქრებელი დაპირებების გაცემას – სავარაუდოდ, მათ შესრულებას ვერ შეძლებთ.

    მერწყული

    კოსმოსური ენერგიის ტრანსფორმაციისა და შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურების დღეა. ბევრ მერწყულს ექნება შესაძლებლობა, შესანიშნავი ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი გამოავლინოს. გაზრდილი შრომისუნარიანობა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ დავალებას გაუმკლავდეთ. განსაკუთრებით მათ, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას საჭიროებს. ეს დღე შეიძლება ყველანაირი სიურპრიზით იყოს სავსე. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.

    თევზები

    ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. საკმაოდ მშვიდი დღეა, მაგრამ ჯერჯერობით, წინა დღეების უსიამოვნო განწყობა იგრძნობა. თუ სამსახურში მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას და ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ, დღის მეორე ნახევარში დაძაბულობა შემცირდება და მთელ ყურადღებას სახლისა და ოჯახისკენ გადაიტანთ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !