More

    12 საინტერესო ფაქტი სფეის სესხზე

    spot_img

    რა უნდა იცოდე სფეის სწრაფ ონლაინ სესხზე?

    თუ ფული დღესვე გჭირდება და თანაც სახლიდან გაუსვლელად, დროა სფეის სწრაფი სესხი უკეთესად გაიცნო. ამ ბლოგში მოგიყვები 10 საინტერესო ფაქტზე სფეის სწრაფი ონლაინ სესხის შესახებ.

    1. სფეის სესხი შეგიძლია აიღო ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან – ღამის ორ საათზე ონლაინ შოპინგის პროცესში თუ ფული შემოგაკლდა ან დასასვენებლად ხარ და მიხვდი, რომ საკმარისი თანხა არ გაქვს ანგარიშზე.

    2. სწრაფი სესხის აღება შესაძლებელია ბანკში მისვლის გარეშე, საჭიროა მხოლოდ გქონდეს სმარტფონი, სფეის აპლიკაცია და თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, 2 წუთში გაიარო რეგისტრაციის პროცესი.

    3. სფეისის აპლიკაცია ხელმისაწვდომია Google Play Store-სა და Apple App Store-ში , შეგიძლია მხოლოდ პირადობის მოწმობით/პასპორტით და ერთი სელფის ატვირთვით დარეგისტრირდე და გახდე სფეისის მომხმარებელი.

    4. სფეისში შეგიძლია აიღო სესხი უზრუნველყოფის გარეშე, რაც მთავარია ის არ იქონიებს გავლენას შენ საკრედიტო ქულაზე, რადგან სფეის სწრაფი სესხი არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც ცუდად არ აისახება საკრედიტო ისტორიაზე.

    5. სფეისში სესხი მორგებულია მომხმარებელზე. თანხის რაოდენობასა და გადახდის თარიღს ირჩევს თავად.

    6. სფეისში არ იხდი დამატებით გადასახადს, მაგალითად ისეთს როგორიცაა: გაცემის საკომისიო ან წინსწრებით დაფარვის ჯარიმა. იხდი მხოლოდ მოთხოვნილ თანხას და საპროცენტო განაკვეთს.

    7. სფეისში ონლაინ სესხის აღება შეუძლია 20 წლიდან 60 წლამდე ასაკის ადამიანს.

    8. სწრაფი სესხის დასამტკიცებლად უნდა გქონდეს მინიმუმ 200 ლარის ოდენობის ყოველთვიური შემოსავალი, რომელზეც წარადგენ შესაბამის დოკუმენტს. მაგრამ არის შემთხვევები როდესაც სისტემა არ მოგთხოვს დამატებით დოკუმენტის წარდგენას.

    9. გაითვალისწინე დამატებით შემოსავლად გეთვლება: ხელფასის, გზავნილები, ქირა/იჯარა ან დივიდენდი, ბოლო 4 თვიდან 3 თვის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბუთი.

    10. აპლიკაციის ჩაწერის და დარეგისტრირების შემდეგ Სფეისში ონლაინ სესხის ასაღებად გჭირდება 30 წამიდან მაქსიმუმ 5 წუთამდე.

    11. თუ სესხი დაგიმტკიცდა ის შეგიძლია ნებისმიერ ბარათზე დაისვა, არ არის აუცილებელი სფეის ბარათის შეკვეთა, შეგიძლია აპლიკაციაში მიაბა შენი სხვა ბარათებიც და მართო ყველაფერი ერთი ციფრული სივრციდან.

    12. სწრაფი სესხი ნებისმიერ დროს შეიძლება დაფარო წინსწრებით, ყველანაირ ჯარიმის გარეშე.

    სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტი – გაესაუბრე ბოტს

    გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს. თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !