More

    „12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს ნიშნობიდან“ – რას წერს პატარაია?

    spot_img
    ბაია_ პატარაია

    „ბავშვები უყვართ ქართველებსო, ამბობენ ხოლმე, რადგან ქუჩაში ლოყებს უჩქმეტენ და „უ სეგენაცალეს“ ეუბნებიან.

    მაგრამ რა არის სიყვარული? სადღეგრძელოების თქმა რომ არ არის, ამაზე მგონი შევთანხმდით“, – ამის შესახებ უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

    მის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გტავაზობთ:

    „მოდი ფაქტებსაც ჩავკრათ თვალი:

    – ბავშვები ყველაზე ღარიბები არიან საქართველოში;

    – ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში;

    – განათლების საზომით, საქართველოს ბავშვები ბოლოდან მესამე ადგილზე გადიან (ანუ უსაშინლესი სკოლა გვაქვს);

    – საკუთარ ფბ კედელს ჩახედეთ, ჩვენი შესაგროვებელი ხდება ბავშვების საოპერაციო და სამკურნალო ფული, ესეც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბავშვების ჯანდაცვისადმი;

    – ბავშვებს ვერ ვიცავთ ბავშვთა ქორწინებისგან. ზუსტად 1 კვირის წინ 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან;

    – პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების საქმეები თაროზე გამოუძიებელი უდევს პროკურატურას და სტრასბურგისთვის ვამზადებთ;

    სამწუხაროდ კიდევ ბევრი სისტემური ბოროტების ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ დღეს მხოლოდ ნინოწმინდის ბავშვებისთვის მოგიწოდებთ გაერთიანებას:

    1. ბავშვთა სახლები ბოროტებაა და უნდა დაიხუროს.

    2. მეუფე სპირიდონი სექსუალური მოძალადე თუა, რანაირად ხელმძღვანელობს ოფიციალურად “უპატრონო ბავშვთა პანსიონს”?

    3. ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ გაეროს მოთხოვნის მიუხედავად.

    დღეს 6 საათზე კანცელარიასთან ვიკრიბებით ნინოწმინდის ბავშვებისათვის“, – წერს ბაია პატარაია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !