More

    12-15 წლის ასაკის ბავშვებზე „ფაიზერის“ გამოყენების ნებართვა გასცეს

    spot_img
    ფაიზერი

    ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერის“ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

    აღსანიშნავია, რომ „ფაიზერ“/„ბიონტექის“ ვაქცინა ევროკავშირში უკვე გამოიყენება 16 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებში.

    ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით, 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საჭიროა ვაქცინის ორი დოზა სამკვირიანი ინტერვალით. ამგვარად, ახლა ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწვეტილება, დაიწყებს თუ არა ვაქცინაციას მოზარდებში.

    აღსანიშნავია, რომ მანამდე 12-15 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს აშშ-ისა და კანადის მარეგულირებელმა უწყებებმა.

    მარტში „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც მათი მიერ წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 100-პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს 12-15 წლის ასაკის ბავშვებში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !