More

    14 წლის გოგომ, რომელიც სასაფლაოზე ჯგუფურად გააუპატიურეს და კადრები ინტერნეტში გაუვრცელეს, თავი მოიკლა – საზარელი შემთხვევა ბელგიაში

    spot_img
    ბელგია

    ბელგიაში, ქალაქ გენტში, 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სასაფლაოზე მისი ჯგუფური გაუპატიურების ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. 

    Mirror-ის ინფორმაციით, პოლიციამ გავრცელებული კადრებიდან 5 სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

    გავრცელებული ინფორმაციით, გოგო სასაფლაოზე მეგობართან შესახვედრად მივიდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და ჯგუფურად გააუპატიურეს. შემთხვევა 15 მაისს მოხდა. მან მომხდარიდან 4 დღის შემდეგ თავი მოიკლა.

    როგორც ცნობილია, ბრალდებულებიდან სამი არასრულწლოვანია და მათი ასაკი 14 და 15 წელს შეადგენს, დანარჩენი ორი კი, 18-ისა და 19 წლისები არიან.

    მომხდარმა ბელგიის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია. იუსტიციის მინისტრმა Twitter- ზე განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !