More

    15 წლის ბიჭმა, რომელსაც სახლში მშიერი, ავადმყოფი დედა ელოდა, პური მოიპარა – რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ

    spot_img
    მოსამართლე

    არასამთავრობო ორგანიზაცია Saving Human Lives-ი ამერიკაში მომხდარ დანაშაულზე ინფორმაციას აქვეყნებს.

    საქმე მოზარდს ეხება, რომელმაც ერთ-ერთ მაღაზიაში პური მოიპარა. ფაქტზე 15 წლის ბიჭი პოლიციამ დააკავა და მომხდარის განხილვა სასამართლომ დაიწყო, სადაც უპრეცედენტო განაჩენი გამოცხადდა.

    მოსამართლემ დააჯარიმა მაღაზია, სადაც ქურდობა მოხდა. დაწესებულების გარდა, ჯარიმის გადახდა სამართალდამცველებსაც დაავალა და თავიც დაიჯარიმა…

    მშიერი ბავშვის არსებობა მოსამართლემ მთლიანად ამერიკის მოსახლეობის პასუხისმგებლობად გამოაცხადა…

    „ამერიკაში, 15 წლის მოზარდი მაღაზიაში ქურდობისათვის დაიჭირეს. პოლიციელისგან თავის დაღწევის დროს, ბიჭმა სასურსათო თაროც დააზიანა.

    მოსამართლემ საქმის მოსმენის შემდეგ ჰკითხა ბიჭს:

    – მართლა მოიპარე რამე? მოიპარე პური, ყველი და თაროც დააზიანე?

    – ბიჭმა თავი დახარა და უპასუხა: დიახ.

    – რატომ მოიპარე?

    – მჭირდებოდა.

    – ვერ იყიდე?!

    – ფული არ მქონდა ამის შესაძენად.

    – შეგეძლო ოჯახისთვის გეთხოვა ფული…

    – სახლში მხოლოდ დედა მყავს. დედა ავად არის და სამსახური არ აქვს.

    – სამსახური არ გაქვს?

    – ვმუშაობდი, მანქანების სამრეცხაოში. დედისთვის რომ მომევლო, ერთი დასვენების დღე ავიღე და ამიტომ გამათავისუფლეს. ამის შემდეგ, ვეძებდი სამუშაოს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა…

    ბიჭთან საუბრის დასრულების შემდეგ, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და თქვა:

    ქურდობა, განსაკუთრებით კი, პურის მოპარვა, ძალიან სამარცხვინო დანაშაულია. აქ ჩვენ, ყველანი ამ დანაშაულზე პასუხისმგებელნი ვართ – ყველა, ვინც დღეს აქ იმყოფება და მათ შორის მეც. ამ დარბაზში მყოფი თითოეული ჩვენგანი 10 დოლარით ჯარიმდება.

    მოსამართლემ ჯიბიდან 10-დოლარიანი ამოიღო და მაგიდაზე დადო, და კიდევ – 1 000 დოლარით ჯარიმდება მაღაზია, რომელმაც მშიერი ბიჭი პოლიციას გადასცა. სასამართლო ბოდიშს მოიხდის ბიჭის წინაშე მას შემდეგ, რაც ეს შეგროვილი თანხა მას გადაეცემა.

    მოსამართლის განაჩენს ბიჭი გაოგნებული უსმენდა. თავად მოსამართლე ცრემლებს მალავდა სასამართლოს დარბაზის დატოვების დროს“,– წერს გვერდი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !