More

    16-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა კრიმინალურმა „ავტორიტეტმა“ გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლა

    spot_img
    ლენტი

    წუხელ, 3 ივნისს გორში, შეიარაღებული დაპირისპირების დროს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს.

    ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

     

     

    45 წლამდე ზურაბ რიკრიკაძეს ადგილობრივები „ტრუტის“ მეტსახელით იცნობდნენ. ის წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

    „კურიერის“ ინფორმაციით, წლების წინ ასევე მოკლეს რიკრიკაძის მამაც.

    დანაშაულში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. მას პოლიცია ეძებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული კრიმინალური „ავტორიტეტი“ შალვა გულიაშვილია, მეტსახელად „სემსოტა“.

    მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ 16-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !