More

    186.000-ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას და 254 ბავშვზე სექსუალური ძადობის შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება

    spot_img
    ბავშვები

    დღეს 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის არსებულ გარემოს მოკლედ მიმოიხილავს. 

    „პირველ ივნისს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად.

    საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვმების რაოდენობა 152.000-დან 186.000-მდე გაიზარდა. ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. 2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !