More

    20 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში 500 ათასამდე ადამიანი დაიღუპა – კვლევა

    spot_img

    2000 წლიდან, ანუ 21-ე საუკუნეში, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად მსოფლიოში 500 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მატერიალურმა ზარალმა  2,56 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

    ამის შესახებ ორგანიზაცია Germanwatch-ის მიერ ჩატარებულ კვლევებშია აღნიშნული. კვლევების შედეგად ამ ხნის განმავლობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული 11 000 სტიქიური უბედურება დაფიქსირდა. ყველაზე დაზარალებული ქვეყნები პუერტო-რიკო, მაინმარი და ჰაიტი აღმოჩნდნენ.

    ამ კვლევების მიხედვით, ღარიბი ქვეყნები ასეთი ცვლილებების მიმართ ბევრად უფრო დაუცველები არიან და მათ დასახმარებლად მსოფლიო თანამეგობრობამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

    ცნობისთვის, ე.წ. გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეცნიერების ყურადღების ცენტრშია. არსებობს ვერსია, რომ გლობალურ დათბობას ადამიანის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა იწვევს. ამას კი შეიძლება ყინულების დნობა, ოკეანის დონის აწევა და სხვა უბედურებები მოჰყვეს.

    მეორე შეხედულების მიხედვით, ტემპერატურის ზრდა მზის აქტივობის ციკლს უკავშირდება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ შეხედულების მიხედვით. გლობალურ კატაკლიზმებს ეს არ გამოიწვევს, ხოლო „გლობალური დათბობის“ საფრთხეზე აქტიური საუბარი იმისთვის მიმდინარეობს, რომ ამ კვლევებზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება.

    იხილეთ აგრეთვე:

    🏮 გარემოს ეროვნულ სააგენტოში განახლებული კლიმატური ცნობარი მომზადდა

    🏮 ბაიდენმა აშშ WHO-ში და „პარიზის კლიმატის შეთანხმებაში“ დააბრუნა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here