More

    24 იანვრამდე განხორციელებულმა მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

    spot_img

    2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 24 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 36.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

    უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.5 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

    ინფორმაციისთვის, 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (21.2 ათასი ტონა), სომხეთსა (8.0 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა).

    აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here