More

    25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ ვარსკვლავები არ გამორიცხავენ, რომ მცირე სირთულეებმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ. არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესპარტნიორებმა თქვენი მოტყუება სცადონ.

    კურო

    რთული დღე გელით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ და ცდუნებებს შეეწინააღმდეგოთ. გირჩევთ, დაგეგმილი შეხვედრები სხვა დღისთვის გადაიტანოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და მძიმე ფიზიკურ შრომას – მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სასურველია, რომ საღამო სუფთა ჰაერზე გაატაროთ და დაძინებამდე თბილი აბაზანა მიიღოთ.

    ტყუპები

    ეს დღე შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელია. სასიცოცხლო პოტენციალი კვლავ დაბალ დონეზეა, თუმცა, მერკურის მფარველობამ შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და მთლიანად, მომავალზეც კი. შანსი გაქვთ, რომ რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ემოციები აკონტროლოთ.

    კირჩხიბი

    ეს დღე ნებისმიერ საქმეში წარმატებას და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას გპირდებათ. იმედებით სავსე ხართ, პოზიტიურ განწყობას ასხივებთ და სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, ყველგან სიხარულით გელიან. მოსალოდნელია შორიდან სასიხარულო შეტყობინების მიღება. ამ დღეს შურიანი ადამიანები ვერაფერს დაგაკლებენ.

    ლომი

    სასიცოცხლო პოტენციალი კვლავაც მაღალია, მაგრამ მოულოდნელმა სირთულეებმა ან გარემოებების არასასურველმა განვითარებამ შეიძლება საგულდაგულოდ შედგენილი გეგმების შეცვლაც კი გაიძულოთ. არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესპარტნიორმა თქვენი მოტყუება სცადოს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია წყენა, გაუგებრობა, იმედგაცრუება და ჩხუბი, რაც შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

    ქალწული

    უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მაღალია უბედური შემთხვევის და ტრავმის საფრთხე, ამიტომ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მზად იყავით ცუდი ამბების მოსასმენად. გრძნობთ, რომ ცხოვრების ინტენსიურ რიტმს ვერ ეწევით, რაც დასვენების და გარემოს შეცვლის საჭიროებაზე მეტყველებს.

    სასწორი

    ხელსაყრელი დღეა ვაჭრობისა და უძრავი ქონების შეძენისთვის. შეძენილი ნივთებით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. სიზმარი წინასწარმეტყველური იქნება და უახლოეს დღეებში ასრულდება.

    მორიელი

    წარმატებული დღეა. თქვენი განწყობის გაფუჭებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებს. თქვენი შრომისუნარიანობა იზრდება, რაც ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩება და აღიარებას მოიპოვებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით. უფროს ნათესავებთან კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი გამოიჩინოთ.

    მშვილდოსანი

    ამ დღეს პირადი ცხოვრება უკიდურესად წინააღმდეგობრივი ტენდენციებით გამოირჩევა. შესაძლოა საკუთარი ავტორიტეტის ან მოსაზრების აქტიურად დაცვა მოგიწიოთ. ხორციელმა ცდუნებამ და ვნებების აფეთქებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელ ადამიანთან უთანხმოების შედეგად თქვენ შეიძლება, წაგებულ მხარეს აღმოჩნდეთ. ასე რომ, ამბიციებს ნუ აჰყვებით, მოთმინება და დიდსულოვნება გამოიჩინეთ და წარმატებას მიაღწევთ.

    თხის რქა

    მზად იყავით პირადი ცხოვრების პრობლემების ან არასასურველი საკადრო ცვლილებებისთვის. გამორიცხული არ არის სამსახურის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი. უსიამოვნო სიახლეებმა შეიძლება წონასწორობა დაგირღვიოთ. ქრონიკული დაღლილობის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.

    მერწყული

    ამ დღეს ახალი იდეების განხორციელება კმაყოფილებას მოგანიჭებთ. სავარაუდოდ, სიყვარულშიც გაგიმართლებთ, უბრალოდ, ეცადეთ, რომ ყინულივით ცივი და მიუწვდომელი არ ჩანდეთ. სასურველია, ნებისმიერ საქმეში ოქროს შუალედი დაიცვათ. ალბათ, დღეს შეძლებთ იმ ოცნებების ასრულებას, რომლებიც ბოლო წლებია, არ გტოვებთ.

    თევზები

    ეს დღე ბიზნესში, შემოქმედებასა და სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. ყველა საქმეს უჩვეულოდ სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. თქვენი საქმიანი კავშირები გაძლიერდება და განვითარდება. თქვენთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობის და კეთილგანწყობის დახმარებით ახალ პარტნიორებს მიიზიდავთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენი საიმედო მხარდამჭერები იქნებიან.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !