More

    26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    პრობლემებითა და გაუგებრობით სავსე დღეა, რაც თქვენგან დილიდან საგანგებო მოქმედებებს მოითხოვს. სავარაუდოდ, თქვენს გარემოცვას ეს მოქმედებები არ მოეწონება,მაგრამ ამან არ უნდა შეგაჩეროთ – ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ.

    კურო

    ამ დღეს მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც გრძელვადიან ურთიერთობაში გადაიზრდება და შეიძლება ფინანსური შემოსავლის საფუძველი გახდეს. ხელსაყრელი დღეა საქმიანი ვიზიტებისა და მოგზაურობისთვის. სახლიდან მოშორებით ახალ პერსპექტივებს აღმოაჩენთ.

    ტყუპები

    სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები თანდათან იზრდება. დღე ხელსაყრელია დაგეგმვის, სოციალური კონტაქტის ან ემოციური მიჯაჭვულობისთვის. ახალი ნაცნობობა წარმატებულ შედეგებს მოიტანს.

    კირჩხიბი

    ეს დღე ხელსაყრელია მივლინებებისა და მოგზაურობისთვის – გზაში იღბალი, საინტერესო თავგადასავალი და შესაძლოა, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა გელით. გირჩევთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ.

    ლომი

    ეს დღე პროფესიული საქმიანობის სფეროში პრობლემებით არის სავსე. სავარაუდოდ, ნებისმიერი საქმე თქვენგან იმაზე მეტ დროს და ძალისხმევას წაიღებს, ვიდრე ელოდით, თუმცა შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ.

    ქალწული

    ამ დღის პრობლემები თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. შეიძლება, ისინი ყველასთვის მოსაწონი არ იყოს, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიოთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ჩხუბი და გაუგებრობა გელით. გახსოვდეთ, რომ სიყვარული და მოთმინება ოჯახში სიმშვიდის საფუძველია.

    სასწორი

    კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში უმიზეზო სევდა გელით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოთ. დაუფიქრებელი დაპირებების გამო ოჯახში გაუგებრობა გელოდებათ.

    მორიელი

    ტყუილებით სავსე დღეა. არსებობს ცილისწამებისა და ინტრიგების საფრთხე. გირჩევთ, არასანდო ადამიანებს ნუ დაუახლოვდებით, თუნდაც მასთან ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებდეთ. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. პრევენციული ზომების დროულად მიღება ქრონიკულ დაავადებებს თავიდან აგაცილებთ.

    მშვილდოსანი

    ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისა და ემოციური მიჯაჭვულობისთვის. სავარაუდოდ, მიზნის მისაღწევად მთელი პიროვნული ხიბლის გამოვლენა მოგიწევთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება მომავალში დაწინაურების საფუძველი გახდეს.

    თხის რქა

    მზად იყავით პარტნიორის უწესობით გამოწვეული პრობლემებისთვის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორი გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ.

    მერწყული

    მძიმე და პასიური დღეა. ემოციურად მგრძნობიარე მერწყულებს უმიზეზო სევდა ელით. ფრთხილად იყავით – თქვენი ლოიალობის გამო შეიძლება უსარგებლო კამათში ჩაერთოთ, რაც განწყობას საფუძვლიანად გაგიფუჭებთ. დღის მეორე ნახევარი შეიძლება ძალიან რთული იყოს. არ არის გამორიცხული ჩხუბი ან ტრავმები.

    თევზები

    ეს დღე პროვოკაციებისა და აგრესიის სიმბოლოა. ეცადეთ, ყველა საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მოულოდნელი პრობლემები ამის გაკეთების საშუალებას აღარ მოგცემთ. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯების ზრდა, რაც სავარაუდოდ, ბავშვების მოთხოვნას უკავშირდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !