More

    26 მაისის წართმევა ვერავინ შეძლო და აბსოლუტურად მჯერა, რომ ვერც ვერავინ შეძლებს – გია გაბრიჭიძე

    spot_img
    ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

    ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე  რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ემაურება, რომლის თანახმად გოლეთიანი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

    „26 მაისი სხვანაირი დღესასწაულია. აბსოლუტურად განსხვავებული სხვა დღესასწაულებისგან, რადგან ერთდროულად ზეიმს, ტკივილისა და ლოცვას აერთიანებს. ბევრს არ ვილაპარაკებ 26 მაისზე, უბრალოდ ვიტყვი – დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აქციის მონაწილეები ამ დღეს საკრალურად, დიდ დღედ თვლიან და ზუსტად იგივე განცდა აქვთ, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

    საშინლად არ მინდა, რომ ემოციის დაუფიქრებელმა წამოძახილმა ხინჯი შეიტანოს იმ გულწრფელობაში, რასაც იქ მდგარ ხალხში ვხედავ. საშინლად არ მინდა, რომ ის მოწოდება, რომელიც დაუფიქრებლად გახმიანდა, საქართველოს მტრებმა აიტაცონ და თავიანთი მედია საშუალებებით სათავისოდ გამოიყენონ.

    26 მაისის წართმევა ვერავინ შეძლო და აბსოლუტურად მჯერა, რომ ვერც ვერავინ შეძლებს. აქციის მომხრეებს, რომელთა შორის ჩემი მეგობრებიც არიან, ვთხოვ სანამ გაუაზრებელი კრიტიკის ქარ-ცეცხლს დამატეხენ, პოსტი კარგად წაიკითხოს და შეფასებები შემდეგ გააკეთონ,“ – წერს გია გაბრიჭიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !