More

    26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში – „ქართული ოცნება“

    spot_img
    დამოუკიდებლობა

    პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საზოგადოებას.

    „26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში! 103 წლის წინ ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
    საქართველო დღეს თავისუფალია და ეს პირველ რიგში მათი დამსახურებაა.

    103 წლის წინ საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი მოიპოვა, რაც დღეს, საუკუნეზე მეტი დროის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში.
    დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია.

    დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. სწორედ ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები 103 წლის წინ.

    დღეს 26 მაისია და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილეს. აღმავლობას გისურვებთ!“- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !